ფეხბურთი

13:17 | 28.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

რონალდუს დედამ გაამხილა, რას გააკეთებს მისი შვილი კარიერის დამთავრების შემდეგ

„მანჩესტერ იუნაიტედის“ დიდვარსკვლავის, კრიშტიანუ რონალდუს დედამ, დოლორეს ავეირუმ, ჟურნალისტებს მისი შვილის მომავლის გეგმებზე უამბო.

„ვკითხე, მწვრთნელობას თუ აპირებს, როცა კარიერას დაამთავრებს. მიპასუხა, 40 წლამდე უნდა ვითამაშო, მერე კი ცხოვრებით დავტკბეო“ - ციტირებს ავეირუს სიტყვებს The Sun.

რონალდუ „მანჩესტერ იუნაიტედში“ 2021 წლის აგვისტოდან თამაშობს.

0.110542