ფეხბურთი

13:52 | 28.12.2021 | ნანახია NaN - ჯერ

მბაპე: „2022 წელს ჩემპიონთა ლიგისა და მსოფლიო ჩემპიონატის მოგება მსურს“

„პარი სენ-ჟერმენის“ თავდამსხმელმა, კილიან მბაპემ მომავალი წლის საკუთარ სურვილებზე ისაუბრა.

„ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში მადრიდის „რეალს“ ვხვდებით. ჩემი პროგნოზი? ერთი რამ შემიძლია გითხრათ, პსჟ გაიმარჯვებს. ცხადია, 2022 წელს ბევრი რთული მატჩი გველის, მაგრამ მინდა ჩემპიონთა ლიგაც მოვიგო და საფრანგეთის ნაკრებთან ერთად მუნდიალზეც გავიმარჯვო.“ - ციტირებს მბაპეს სიტყვებს ტვიტერში ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო.

„პარი სენ-ჟერმენისა“ და „რეალის“ მერვედფინალური შეხვედრები გაისად, 15 თებერვალს და 9 მარტს გაიმართება. 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატი კი ყატარში ნოემბერში ჩატარდება.


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

23:27 | 15.07.2021
ბაგი-რეი (2264)

ამას ვერ ვხვდები და გამაგებინეთ. რატომ აგებს 4ლიმონიანი ქართთული გუნდი 5_1ს 6 ლიმონიან სლოვაკურ გუნდთან?

ფიზიკის გამო?

დილა vs ოლბორგი ანომალიური შედეგი დაფიქსირდა ხომ?! 3:0.

ტრანსფერმარკეტი ცდება? ქართული გუნდების სატრანსფერო ღირებულება გადამეტებულად აქვთ შეფასებული?!

08:38 | 16.07.2021
johnsilver (1156)

სირბილი + ტაქტიკური ცოდნა. შორს არის წასული ფეხბურთი ევრიპაში, საქართველოში კი დავრჩით 80ებში საბავშვო მომზადებიდან დიდებამდე.
რომელი ტრენერი კითხულობს სპორტულ ლიტერატურას ჩვენთან ? ან საერთოდ, კითხვა თუ იციან...

0.067691