სხვა

1:36 | 28.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

მიკაელა შიფრინი კოვიდით დაინფიცირდა

ორგზის ოლიმპიურ ჩემპიონ, ამერიკელ მიკაელა შიფრინს, კორონავირუსის ტესტზე დადებითი პასუხი დაუბრუნდა. ამის გამო, მიმდინარე კვირაში, ლინცში (ავსტრია) გასამართ მსოფლიო თასის რბოლებში მონაწილეობას ვერ მიიღებს.

შიფრინი ამჟამად მსოფლიო თასის აბსოლუტურ ჩათვლას ლიდერობს და პეკინის ოლიმპიადაზეც, ერთ-ერთი მთავარი ფავორიტია. პიონჩანის 2018 წლის ზამთრის თამაშებზე, მან გიგანტურ სლალომში აიღო ოქროს მედალი, სოჭის 2014 წლის ოლიმპიადაზე კი ჩემპიონი სლალომში გახდა.

„მინდა ყველა ჩემ ქომაგს ვუთხრა, რომ კარგად ვარ. მაგრამ სამწუხაროდ, კოვიდის ტესტზე დადებითი პასუხი მივიღე. ამჟამად პროტოკოლის შესაბამისად, იზოლირებული ვარ და ამის გამო, ლინცის რბოლებს გამოვტოვებ. ჩემ თანაგუნდელებს იღბალს ვუსურვებ. ყველას გქომაგობთ. ახალ წელს შევხვდებით“, - ტვიტერზე წერს შიფრინი.

ლინცში ქალთა შორის გიგანტური სლალომი და სლალომი, სამშაბათს და ოთხშაბათს ჩატარდება.

26 წლის შიფრინმა თავის კარიერაში, მსოფლიო თასის 72-ე გამარჯვება საფრანგეთის კურშეველში, წინა კვირაში, გიგანტურ სლალომში მოიპოვა. უფრო ადრე კი, შვეიცარიის სენტ მორიცში, სუპერ გიგანტში მესამე შედეგი ჰქონდა. ეს ბოლო ორ სეზონში, მისი პირველი კვარცხლბეკია ჩქაროსნულ რბოლაში.

კორონავირუსის გამო, მსოფლიო თასზე ასპარეზობას 17 დეკემბრიდან ვერ ახერხებს მსოფლიო ჩემპიონი სუპერ გიგანტსა და გიგანტურ სლალომში, შვეიცარიელი ლარა გუტ-ბერამი. კურშეველის შეჯიბრის დროს კი ინფიცირებულთა შორის აღმოჩნდა მსოფლიო ჩემპიონი სლალომში, ავსტრიელი კატარინა ლინსბერგერი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11643