ჭადრაკი

1:43 | 28.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

სწრაფ ჭადრაკში მსოფლიოს ჩემპიონატზე ბაადურ ჯობავა წარმატებით ასპარეზობს

პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში მიმდინარე მსოფლიო პირველობაზე სწრაფ ჭადრაკში ბაადურ ჯობავა წარმატებით ასპარეზობს.

შეჯიბრის მეორე სათამაშო დღეს 4 ტური გაიმართა და ჯობავას ყველა პარტიაში უძლიერესს მეტოქეებთან მოუწია თამაში. მისი მეტოქეები იყვნენ: მსოფლიო ჩემპიონი ყველა საჭადრაკო დისციპლინაში, მაგნუს კარლსენი, მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი იან ნეპომნიაში და რუსეთის ნაკრების წევრები, ალექსანდრ გრიშუკი და ვლადიმირ ფედოსეევი. ჯობავამ, ყველა პარტია დაძაბულ ბრძოლაში ყაიმით დაასრულა და მყარად ინარჩუნებს ადგილს ლიდერთა ექვსეულში.

სწრაფ ჭადრაკში მსოფლიოს ჩემპიონატის დასკვნით დღეს, 28 დეკემბერს 4 ტური გაიმართება და გამარჯვებულიც გამოვლინდება. ამ დროისთვის ჯობავას აქტივში 6.5 ქულაა, სატურნირო ცხრილს კი 7.5 ქულით ნორვეგიელი მაგნუს კარლსენი ლიდერობს.

0.115997