ჭადრაკი

20:56 | 27.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

ბაადურ ჯობავას ყაიმი მაგნუს კარლსენთან

ქართველი მოჭადრაკე ბაადურ ჯობავა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე სწრაფ ჭადრაკში ასპარეზობს.

ჯობავა მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონ მაგნუს კარლსენს დაუპირისპირდა და უძლიერეს მეტოქესთან ყაიმს გამორჩა. შეხვედრა ყაიმით 68-ე სვლაზე დასრულდა.

მსოფლიოს ჩემპიონატზე 6 ტური მიილია და ჯობავას 5 ქულა აქვს, ისევე როგორც კარლსენს. წინ კიდევ 7 ტურია დარჩენილი, ასპარეზობა 28 დეკემბერს უნდა დასრულდეს.

0.124321