„პარი სენ ჟერმენის“ ფეხბურთელმა ლიონელ მესიმ ტიერი ანრის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ფრანგ ვარსკვლავს თავიდან თვალებშიც ვერ უყურებდა. როგორც არგენტინელმა ვარსკვლავმა თქვა, ანრის შესახებ ყველაფერი იცოდა.
„მე პატივს ვცემდი ყველა დიდ ფეხბურთელს, რომლებიც „ბარსელონაში“ იყვნენ. რონალდინიო, ეტო’ო, პუიოლი, რომ აღარაფერი ვთქვათ, ჩავიზე, ინიესტაზე, რომლებიც მაშინ ახალგაზრდები იყვნენ. თუმცა, იყო ერთი ფეხბურთელი, რომელიც მაკანკალებდა - ანრი. მის შესახებ ყველაფერი ვიცოდი. ვიცოდი, რა გააკეთა ინგლისში და უცებ ჩემი თანაგუნდელი გახდა. მის მიმართ ვგრძნობდი და ვგრძნობ აღტაცებას. როცა გასახდელში პირველად შემოვიდა, თვალებში შეხედვა ვერ გავბედე. მისი თამაშის სტილი, სიმარტივე, როგორც ის თამაშობდა საოცარი იყო, რთულ რაღაცებსაც მარტივად აკეთებდა“, - თქვა მესიმ.
შეგახსენებთ, ტიერი ანრი და ლიონელ მესი 2007-2010 წლებში „ბარსელონაში“ თანაგუნდელები იყვნენ.