ფრანგული „მარსელის“ თავდამსხმელი, არკადიუშ მილიკი, შესაძლოა, „იუვენტუსში“ გადავიდეს. ტურინული კლუბი პოლონელის სეზონის ბოლომდე იჯარით აყვანას აპირებს, შემდგომი გამოსყიდვის უფლებით - გვამცნობს Sport Mediaset.
საფრანგეთის ლიგა 1-ის და ევროპა ლიგის მიმდინარე სეზონში, 27 წლის მილიკმა ჯამში 15 მატჩი ჩაატარა და 5 ბურთი გაიტანა.
შეგახსენებთ, რომ მილიკი „ნაპოლის“ საკუთრებაა და იჯარის წესით თამაშობს „მარსელში.“