ფეხბურთი

13:27 | 27.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

„მანჩესტერს“ პორტუგალიელით გაძლიერება სურს

„ვულვერჰემპტონის“ ნახევარმცველი, რუბენ ნევეში, „მანჩესტერ იუნაიტედის“ ინტერესთა სფეროში მოხვდა. მთავარი მწვრთნელი, რალფ რანგნიკი მიიჩნევს, რომ პორტუგალიელს მნიშვნელოვნად შეუძლია გუნდის გაძლიერება. თუმცა, მანკუნიანელები, შესაძლოა, კონკურენციას წააწყდნენ „ჩელსის“ მხრიდან - გვამცნობს Fichajes.

24 წლის ნევეში „მგლების“ შემადგენლობაში 2017 წლიდან თამაშობს. ინგლისურმა კლუბმა ის „პორტუსგან“ 17,9 მილიონ ევროდ შეიძინა.

მიმდინარე სეზონში ნევეშმა პრემიერლიგის 17 მატჩში ერთი ბურთი გაიტანა და ერთიც საგოლე პასი შეასრულა. „ვულვზთან“ მის არსებულ კონტრაქტს ვადა 2024 წლის ზაფხულში ეწურება.

0.111984