ფეხბურთი

3:11 | 27.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

კაშიას ვიდეო და ქვილითაიას გოლი, რის გამოც "ანორთოსისის" ფანები კაჭარავაზე აღშფოთდნენ (+VIDEO)

ფამაგუსტას „ანორთოსისის“ ფანებმა ნიკა კაჭარავას გუნდიდან გაშვება მოითხოვეს. თემურ ქეცბაიას გუნდის გულშემატკივრების პროტესტისა და აღშფოთების საფუძველი კი გურამ კაშიას გადაღებული ვიდეო გახდა.

საქმე ისაა, რომ კაჭარავა კაშიასთან ერთად „აპოელისა“ და „ომონიას“ მატჩს (4:2) დაესწრო, რომელშიც გიორგი ქვილითაიამ გოლი გაიტანა. ქვილითაიას გოლი კი კაშიამ ემოციურად იზეიმა და ვიდეოც გადაიღო, რომელშიც კაჭარავა ჩანს. „ანორთოსისის“ ფანებიც ამაზე გაბრაზდნენ, რომ მათი ფეხბურთელი მეტოქის გოლს ზეიმობდა.

თუმცა, მომხდარზე ნიკამ განცხადება გაავრცელა და სოციალურ ქსელში დაწერა, რომ „აპოელის“ გოლი მას არ უზეიმია:

„მინდა ვიდეოსთან დაკავშირებით განცხადება გავაკეთო. ჩემს თანაგუნდელ და საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიტან გურამ კაშიასთან ერთად ვიყავი „აპოელი“ – „ომონიას“ მატჩზე. ჩემმა მეგობარმა ვიდეო გადაიღო, რომელშიც ქვილითაიას გოლს ზეიმობს, მეც ამაზე უბრალოდ გამეღიმა, რადგან ბავშვივით ზეიმობდა. არასდროს აღვნიშნავ მეტოქე გუნდების გოლებს, რადგან ყოველთვის პატივს ვცემ „ანორთოსისის“ ფანებს და ვგრძნობ მათ მხარდაჭერას. ამ ვიდეოს გამო თუ ვინმე განაწყენებულია, ბოდიშს ვუხდი“, - წერს კაჭარავა.

შეგახსენებთ, „აპოელმა“ „ომონია“ 4:2 დაამარცხა, გიორგი ქვილითაიამ გოლი გაიტანა და საგოლე პასი გააკეთა.

0.126933