ჰოკეის ეროვნულმა ლიგამ (NHL), საშობაო არდადეგებიდან დაბრუნება ორი დღით გადადო. საერთო ჯამში, 14 შეხვედრა გადაიდო, ჩემპიონატის განახლება კი სამშაბათისთვის დაიგეგმა. ლიგაში იმედოვნებენ, რომ ამ დროში, გუნდები კოვიდ-19-ის ტესტების ჩატარებას მოასწრებენ და ჩემპიონატის გასაგრძელებლად, საკუთარ მზადყოფნას დაადასტურებენ.
ამგვარად, პანდემიასთან დაკავშირებული პრობლემების გამო, NHL-ში უკვე 64 შეხვედრა არის გადადებული. ამასთან, ლიგა ირწმუნება, რომ სამშაბათს აუცილებლად განაახლებს ჩემპიონატს და იმედს იტოვებს, რომ თამაშების გადადება საჭირო აღარ გახდება.
„იმისათვის, რომ ლიგას ტესტების შედეგების სრულფასოვნად გაანალიზების და გუნდების მზადყოფნაში დარწმუნების საშუალება ჰქონოდა, თამაშების განახლების თარიღი დამატებით ერთი დღით გადავდეთ. გუნდები ვარჯიშს 26 დეკემბერს განაახლებენ“, - ნათქვამია ლიგის განცხადებაში.
პირველად გადაწყვეტილებით, ლიგამ საშობაო არდადგები პარასკევიდან კვირის ჩათვლით გამოაცხადა. შემდეგ კი, მოთამაშეთა კავშირთან შეთანხმებით, ოთხშაბათიდან შაბათის ჩათვლით გაახანგრძლივა. ამის მიზეზი კი კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რიცხვის ზრდა გახდა.
პანდემიის მიზეზით, NHL-მ ჩემპიონატში მოთამაშე ჰოკეისტებს, პეკინის ოლიმპიადაზე გამოსვლის ნებართვა არ მისცა. ლიგა ოლიმპიადის დღეებს გადადებული შეხვედრების გასამართად გამოიყენებს.