გერმანიის ეროვნული ნაკრების და "ლევერკუზენის" 18 წლის შემტევმა ნახევარმცველმა ფლორიან ვირცმა შესაძლოა კარიერა "მანჩესტერ იუნაიტედში" გააგრძელოს. აღნიშნულ ინფორმაციას Daily Express-ი ავრცელებს.
ჯერჯერობით უცნობია გერმანელისადმი ინტერესი რეალურ მოლაპარაკებაში რამდენად გადაიზრდება. ვირცის გადასაბირებლად ინგლისელებს სოლიდური თანხის, 60 მილიონი გირვანქა სტერლინგის გადახდა მოუწევს.
ვირცის სატრანსფერო ღირებლება 70 მილიონი ევროა. ფლორიანი პირველ გუნდში 2020 წლიდან ასპარეზობს. მიმდინარე სეზონში გერმანელმა 21 შეხვედრაში რვა გოლი გაიტანა და 11 საგოლე გადაცემა შეასრულა. გერმანიის ეროვნულ ნაკრებში კი ვირცს ოთხი მატჩი აქვს ჩატარებული.