ფეხბურთი

21:46 | 26.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

ვლაჰოვიჩი კვირაში 200,000 ითხოვს

სერბეთის ეროვნული ნაკრების და "ფიორენტინას" 21 წლის თავდამსხმელი დუშან ვლაჰოვიჩი პრემიერლიგის რომელიმე კლუბში გადაბარგების შემთხვევაში კვირაში 200,000 გირვანქა სტერლინგს ითხოვს. აღნიშნულ ინფორმაციას Daily Star-ი ავრცელებს.

ფეხბურთლისადმი ინტერესს "მანჩესტერ სიტი", ლონდონის "ჩელსი" და "არსენალი" იჩენენ, თუმცა უცნობია, რომელი კლუბი გადაიხდის აღნიშნულ ხელფასს. შესაძლოა სერბის ამ მოთხოვნის გამო პრემიერლიგის კლუბებმა ტრანსფერზე უარი თქვან.

21 წლის ფეხბურთელის სატრსნეფრო ღირებულება 50 მილიონ ევროს შეადგენს. მიმდინარე სეზონში დუშანმა 22 მატჩში 18 გოლი გაიტანა და სამი საგოლე გადაცემა შეასრულა. 16 გოლით ვლაჰოვიჩი იტალიის ჩემპიონატის მიმდინარე გათამაშებაში ბომბარდირია.

0.115935