ფეხბურთი

22:47 | 26.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

"სოსიედადი" პსჟ-ს ფეხბურთელ რაფინიას იჯარის წესით დაიმატებს

"პარი სენ ჟერმენის" შემტევი ნახევარმცველი რაფინია მიმდინარე სეზონის მეორე ნახევარს იჯარის წესით "სოსიედადში" გაატარებს. აღნიშნული ინფორმაცია იტალიელმა ჟურნალისტმა ფაბრიციო რომანომ ტვიტერის მეშვეობით გაავრცელა. ასევე, ფეხბურთელის იჯარაზე საუბრობენ სხვადასხვა ფრანგული ვებგვერდები.

ესპანური კლუბი მხოლოდ ნახევარი სეზონით აპირებს ფეხბურთელის დამატებას და გამოსასყიდი თანხა ხელშეკრულებაში არ იქნება ჩადებული. რაფინია მიმდინარე სეზონში პსჟ-ს რიგებში ვერ თამაშობს. ფეხბურთელი ჩემპიონთა ლიგის განაცხადში არ იყო და ასევე, მხოლოდ ხუთი შეხვედრა აქვს ჩატარებული, მოედანზე კი ჯამში 220 წუთი გაატარა.

"სოსიედადი" კი ლა ლიგაში 18 მატჩი შემდეგ მეექვსე ადგილზეა 29 ქულით და ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოსაპოვებლად იბრძვის.

0.119386