პაოლო დიბალას და „იუვენტუსს“ შორის კონტრაქტის გახანგრძლივების შესახებ მიმდინარე მოლაპარაკებები შეწყვეტილია - გვამცნობს Marca.
წყაროს ინფორმაციით, კლუბში ირწმუნებიან, რომ ყველაფერი კარგადაა, შეთანხმება თითქმის მიღწეულია და უახლოეს ხანში ფეხბურთელს ხელშეკრულებას 2026 წლამდე გაუგრძელებენ. თუმცა, იტლიურ მედიაში სულ უფრო ხშირად ჩნდება ვარაუდები, რომ ნიჭიერი არგენტინელი და კლუბი ჯერჯერობით ვერ თანხმდებიან.
დიბალას არსებულ კონტრაქტს ვადა 2022 წლის 30 ივნისს ეწურება.
მიმდინარე სეზონში პაოლომ ყველა ტურნირში 17 მატჩი ჩაატარა, 8 ბურთი გაიტანა და ოთხი საგოლე პასი შეასრულა.
პორტალ Transfermarkt-ის მიხედვით, სამხრეთამერიკელის სატრანსფერო ფასი დღეისათვის 50 მილიონი ევროა.