კიევის „დინამოსა“ და უკრაინის ნაკრების მცველი, ვიტალი მიკოლენკო, უახლოეს ხანში „ევერტონის“ ფეხბურთელი გახდება - წერს ტვიტერში ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო.
22 წლის უკრაინელმა წარმატებით გაიარა სამედიცინო შემოწმება ინგლისურ კლუბში. მხარეებმა უკვე ყველა სატრანსფერო საბუთი მოამზადეს და მერსისაიდელები ახალწვეულის შესახებ ოფიციალურად უახლოეს დღეებში გამოაცხადებენ.
სატრანსფერო თანხა არაოფიციალური ცნობით, დაახლოებით 21-23 მილიონი ევროა.
მიკოლენკო კიევის „დინამოში“ 2017 წლიდან თამაშობდა. 2018-დან კი უკრაინის ნაკრებშიც იძახებენ.
ქვეყნის მიმდინარე ჩემპიონატში მან 15 მატჩი ჩაატარა და 3 საგოლე პასით გამოირჩა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ესეც კაი იღბალაა
ყოჩაღ
მართალი ყოფილა ჟოზე. ეს მანჩესტერი ძლიერებს გაცილებით კარგად ეთამაშება, ვიდრე ნაყარ-ნუყარებს.
ეს სულშერის სისტემური პრობლემაა.დაბალი ბლოკით ურჩევნია თამაში+პოგბას არ ყოფნა და მოედნის ცენტრში არაა ბურთის დამჭერი
ეს ევერტონი ხო, 3 თამაში ზედიზედ წააგეს და ჩელსისთან გაიგიჟა თავი მაინცდამაინც, ვესტ ჰემს 8-9 თამაში არ მოეგო და ჩელსის მოუგო მაგანაც, ყველას ჩელსიზე როგორ უდგ*ბა ხოლმე :დ
5 ქულით მიუახლოვდა მაგანაც არ გადაასწროს ჩელსის რას ამბობ :დ