„მანჩესტერ იუნაიტედის“ სამწვრთნელო შტაბს გერმანელი სპორტული ფსიქოლოგი, საშა ლანსე დაემატა. ეს გუნდის მთავარი მწვრთნელის, რალფ რანგნიკის ინიციატივით მოხდა.
„ყველა კლუბში არიან სპეციალისტები რომელბიც მეკარეებთან, მცველებთან, ნახევარმცველებთან და თავდამსხმელებთან მუშაობენ. არიან ფიზმომზადების მწვრთნელები.
თუ თქვენთვის მნიშვნელოვანია როგორ ფიქრობენ მოთამაშეები, როგორ მუშაობს მათი ტვინები, ლოგიკურია ამ დარგის საუკეთესო სპეციალისტის მოწვევაც.
ეს იმისთვის არის საჭირო, რომ მთავარ საკითხებზე ვკონცენტრირდეთ. ფეხბუთელის ტვინი უნდა ეხმარებოდეს სხეულს უმაღლეს დონეზე თამაშში.
ასეთი მიდგომა ყველა კლუბისთვის მნიშვნელოვანია, „მანჩესტერ იუნაიტედი“ კი მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო კლუბია.“ - ციტირებს რანგნიკის სიტყვებს Sky Sports.