ფეხბურთი

12:55 | 26.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

მბაპეს კიდევ ერთი რეკორდი

„პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდმა, კილიან მბაპემ, 2021 წელს კლუბისა და ნაკრების ოფიციალურ მატჩებში 51 ბურთი გაიტანა და მე-20 ფეხბურთელი გახდა, ვისაც XXI საუკუნეში კალენდარულ წელიწადში 50 და მეტი გოლის გატანა მოუხერხებია.

საინტერესოა, რომ ამ ოციდან, ოთხ მოთამაშეს მსგავსი მიღწევა არაერთხელ დაუფიქსირებია: ლიონელ მესის (9-ჯერ), კრიშტიანუ რონალდუს (7), რობერტ ლევანდოვსკის (3) და ზლატან იბრაჰიმოვიჩს (2).

0.14867