ფეხბურთი

21:30 | 25.12.2021 | ნანახია NaN - ჯერ

ვან დეიკმა, ფაბინიომ და ჯონსმა ვარჯიში განაახლეს

"ლივერპულის" ფეხბურთელებმა ვირჯი ვან დეიკმა, ფაბინიომ და კერტის ჯონსმა ვარჯიში დაიწყეს. აღნიშნულ ინფორმაციას "მერსისაიდელების" ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

აღნიშნულ ფეხბურთელებს კორონავირუსი ჰქონდათ და თვითიზოლაციაში იყვნენ. ნიდერლანდელმა სამი შეხვედრა გამოტოვა ვირუსის გამო, ასევე რამდენიმე მატჩი გაუცდა ფაბინიოს, ხოლო ჯონსს თვალის ტრავმაც ჰქონდა და აღნიშნული დაზიანებაც მოირჩინა.

მომდევნო შეხვედრა "ლივერპულს" "ლესტერთან" 28 დეკემბერს აქვს. ჯერჯერობით უცნობია აღნიშნული ფეხბურთელები "მელიების" წინააღმდეგ თუ ჩაატარებენ შეხვედრას.


კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

11:55 | 13.08.2017
ogafa (10230)

ყოჩაღ

15:43 | 12.08.2017
chele822 (30)

მალადეც

15:18 | 12.08.2017
salazar (1835)

არაბ წასვლის დროა..

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.06424
სარეკლამო ადგილი - 99
X x X