მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ განაცხადა, რომ საფრანგეთის ეროვნული ნაკრების და "სამეფო კლუბის" შემტევი ქარიმ ბენზემა ამ დროისთვის მსოფლიოში საუკეთესო თავდამსხმელია.
"ამ მომენტისთვის არის თუ არა საუკეთესო თავდამსხმელი ბენზემა? დია, რადგან უფრო მეტი სათამაშო ხარისხი აქვს და უფრო მეტად პროდუქტიულია. იგი გოლებს იტანს ისე როგორც ამას რონალდუ და ჰოლანი აკეთებენ. ბენზემა ის ფეხბურთელია, რომელსაც შეუძლია მატჩის ბედი გადაწყვიტოს. ფრანგი ჩინებულ ფორმაშია." - ციტირებს ანჩელოტის სიტყვებს AS-ი.
მიმდინარე სეზონში ქარიმ ბენზემამ ყველა ტურნირზე 23 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 20 გოლი და რვა საგოლე გადაცემა შეასრულა.