„ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა, ჟურნალისტებს აუხსნა თუ რატომ უყვარს შობა.
„მომწონს, რომ შობისგან ყველა ერთსა იმავეს ელის. რაღაც ჯადოსნურ, პოზიტიურ სიურპრიზებს, საჩუქრებს. ოჯახის წევრები ერთად იკრიბებიან. ბოლო დროს მივეჩვიეთ, რომ აუცილებელი არ არის შენი ახლობელი ფიზიკურად იყოს გვერდით. საკმარისია ტელეფონზე თითის დაჭერა და ნებიმიერ სიშორეზე დანახავ, დაეკაპარაკები ადამიანს.
ვფიქრობ, ერთ-ერთი ყველაზე მთავარი უნარი იღბლის დაფასებაა, რომელიც გაქვს იმ მომენტში,“ - ციტირებს გერმანელი სპეციალისტის სიტყვებს კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი.