„ლივერპულის“ თავდამსხელი, მოჰამედ სალაჰი, მალე შეიძლება პრემიერლიგის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოთამაშე გახდეს - გვამცნობს ESPN.
საქმე ის არის, რომ 29 წლის ეგვიპტელს მერსისაიდულ კლუბთან კონტრაქტი მომავალი სეზონის ბოლოს ეწურება. ამიტომ „წითლებმა“ ყველა ღონე უნდა იხმარონ, რათა „ფარაონი“ შეინარჩუნონ. ბრიტანული ტაბლოიდები უკვე წერენ მადრიდის „რეალის“ ინტერესზე მის მიმართ.
ამისდაკვალად, „ლივერპულმა“ სალაჰს შეიძლება ხელფასი კვირაში 592 ათას ევრომდე გაუზარდოს (500 ათასი გირვანქა), რაც მას ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელად აქცევს ინგლისის ჩემპიონატში.
ამჟამად სალაჰი კვირაში ჯამაგირად 237 ათას ევროს (200 ათასი გირვანქა) იღებს.