ფეხბურთი

22:39 | 24.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

სერბეთის საუკეთესო ფეხბურთელად დუშან ტადიჩი დაასახელეს

სერბეთის ფეხბურთის ფედერაციამ 2021 წლის საუკეთესო ფეხბურთელად დუშან ტადიჩი დაასახელა. აღნიშნული ინფორმაცია ფედერაციის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა. დუშანი კარიერის განმავლობაში მესამედ (2016, 2019, 2021) დაასახელეს საუკეთესოდ.

2021 წელს ტადიჩმა ეროვნულ ნაკრებში ცხრა მატჩი ჩაატარა, გაიტანა ორი გოლი და ექვსი საგოლე გადაცემა შეასრულა. მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო მოგებულ (2:1) შეხვედრაში პორტუგალიასთან ტადიჩმა გოლი გაიტანა და მისი საგოლე გადაცემით ალექსანდარ მიტროვიჩმა სერბეთი მუნდიალზე გაიყვანა.

0.116279