ფეხბურთი

22:14 | 24.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

ელანგამ "მანჩესტერ იუნაიტედთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა

შვედეთის 21-წლამდელთა ნაკრების შემტევმა ენტონი ელანგამ "მანჩესტერ იუნაიტედთან" კონტრაქტი 2026 წლის ივლისამდე გაახანგრძლივა. აღნიშნული ინფორმაცია "წითელი ეშმაკების" ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.

ელანგა ინგლისურმა კლუბმა "მალმიოდან" 2014 წელს დაიმატა. ოთხი წლის შემდეგ ენტონი 18-წლამდელთა გუნდში დააწინაურეს, ხოლო 2020 წელს სარეზერვოში გადაიყვანეს. მიმდინარე სეზონში ფეხბურთელს რალფ რანგნიკის ხელმძღვანელობის დროს პირველ გუნდში დებიუტი ჰქონდა, ხოლო სარეზერვო გუნდში ჩატარებულ რვა შეხვედრაში შვედმა ოთხი გოლი გაიტანა.

0.127837