სხვა

20:35 | 24.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

ოლიმპიური კომიტეტის 2021 წლის რჩეულები ლაშა ტალახაძე და ლაშა ბექაური გახდნენ

საქართველოს ოლიმპიურმა კომიტეტმა 2021 წელი შეაჯამა და წლის საუკეთესო სპორტსმენის ტიტული ერთდროულად ლაშა ტალახაძეს და ლაშა ბექაურს მიანიჭა.

ძალოსანთა ნაკრების წევრმა ლაშა ტალახაძემ (+109) 2021 წელს ოლიმპიადა, ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონატები მოიგო. ამავდროულად, ლაშამ მოსკოვში ორი რეკორდი დაამყარა (ატაცი - 222, ჯამური - 485), ოლიმპიადაზე სამი (ატაცი - 223, აკვრა - 265, ჯამური - 488), ხოლო ერთი კვირის წინ გამართულ მსოფლიოს პირველობაზე რეკორდები გააუმჯობესა (ატაცი - 225, აკვრა - 267, ჯამური - 492). ასევე უნდა ითქვას, რომ წლის საუკეთესო ფედერაციის ტიტული ძალოსნობის ეროვნულმა ფედერაციამ მოიპოვა.

90 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში ძიუდოისტმა ლაშა ბექაურმა ტოკიოს ოლიმპიადაზე ტრავმის მიუხედავად ყველა შეხვედრა მოიგო და იაპონიაში საქართველოს ჰიმნი ააჟღერა. საუკეთესო მწვრთნელად კი ძიუდოისტთა ნაკრების დამრიგებელი ლაშა გუჯეჯიანი დაასახელეს. გუჯეჯიანის გაწვრთნილი გუნდიდან ტოკიოს ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალი ვაჟა მარგველაშვილმა (-66კგ), ლაშა შავდათუაშვილმა (-73) და გურამ თუშიშვილმა (+100) მოიპოვეს. საუკეთესო ქალი სპორტსმენი კი ასევე ძიუდოისტი ეთერ ლიპარტელიანი გახდა.

საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის სხვა ნომინაციებში გამარჯვებულების ვინაობა შემდეგნაირად გამოიყურება:

წლის აღმოჩენა ვაჟებში ("ოლიმპიური იმედი") - ლერი აბულაძე (ჭიდაობა);

წლის აღმოჩენა ქალებში ("ოლიმპიური იმედი") - მარიამ ქერდიკაშვილი (კანოე);

საუკეთესო ახალგაზრდა სპორტსმენი სათამაშო სახეობებში - გიორგი მაგრაქველიძე (წყალბურთი);

საუკეთესო სპორტსმენი ზამთრის სახეობებში - მორის ყვითელაშვილი (ფიგურული ციგურაობა);

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113899