ფეხბურთი

18:30 | 24.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

ოპტიმისტი მანჩინი

იტალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რობერტო მანჩინიმ ჟურნალისტებს უთხრა, რომ ოპტიმისტურადაა განწყობილი. სჯერა, რომ „სკუადრა აძურა“ წარმატებით გადალახავს ფლეი ოფის ეტაპს და ყატარის 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ითამაშებს.

„ოპტიმისტურად ვუყურებ ახლო მომავალს. ვიცოდით, რომ ჯგუფში შევეიცარია გვყავდა და ადვილი მატჩები არ გველოდა. ბაზელში უპირატესობა გვქონდა, მაგრამ ვერ გამოვიყენეთ. რას ვიზამთ, ეს ფეხბურთია.

თუმცა კიდევ გვაქვს მუნდიალზე მოხვედრის შანსი. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ყატარში მოსახვედრად. მჯერა, ასეც იქნება.“ - ციტირებს მანჩინის სიტყვებს Sky Sports.

24 მარტს ფლეი ოფის ნახევარფინალში იტალიელები ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებს დაუპირისპირდებიან. გამარჯვებული, ფინალში თურქეთ - პორტუგალიას შორის მოგებულს შეხვდება.

0.115408