მადრიდის „რეალის“ მთავარი მწვრთნელი, კარლო ანჩელოტი, ჟურნალისტებს კლუბის მომავლის შესახებ ესაუბრა.
„გუნდის მომავალი უკვე გადაწყვეტილია. არ ვიცი რას გააკეთებენ მოთამაშეები, მაგრამ ვიმედოვნებ, მწვრთნელი იგივე დარჩება. ოპტიმიზიმის საფუძველს კი დღევანედლი შემადგენლობა და ახალგაზრდა ფეხბურთელები მაძლევენ, რომლებიც მალე შემოუერთდებიან მთავარ გუნდს. უეჭველია, „რეალი“ კიდევ დიდ ხანს იბრძოლებს ყველაზე მაღალი ადგილებისთვის." - ციტირებს იტალიელი სპეციალისტის სიტყვებს Marca.
19 მატჩის შემდეგ, 46 ქულით, „რეალი“ ესპანური პრიმერას ცხრილს ერთპიროვნულად ლიდერობს. უშუალო მდევარი „სევილია“ მას 8 პუნქტით ჩამორჩება, თუმცა ერთი თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული.