სხვა

14:08 | 24.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

უსაინ ბოლტი: ტოკიოში 100 მეტრზე ზედიზედ მეოთხე ოქროს მოვიპოვებდი

ლეგენდარული სპრინტერი უსაინ ბოლტი დარწმუნებულია, რომ ტოკიოს ოლიმპიადაზე ასპარეზობის შემთხვევაში, 100 მეტრზე სპრინტში ზედიზედ მეოთხე ოლიმპიურ ოქროს მედალს მოიპოვებდა.

რვა ოლიმპიური ოქროს მედლის მფლობელი გაწბილებული დარჩა მამაკაცთა შორის 100 მეტრზე სპრინტში იამაიკელთა გამოსვლით, რომლებმაც ფინალსაც კი ვერ მიაღწიეს, 4X100 ესტაფეტაში კი მხოლოდ მეხუთე ადგილს დასჯერდნენ.

„ოლიმპიადას შინ ვუცქირე და ძალიან მინდოდა, იქ ვყოფილიყავი. ჩემთვის ცხოვრება შეჯიბრია, ასპარეზობაა. მე ამ მომენტებისთვის ვცხოვრობ. ამიტომ, შორიდან ცქერა გამიჭირდა“, - ამბობს ბოლტი.

ის ამბობს, რომ ერთხანს ტოკიოს ოლიმპიადისთვის დაბრუნებასაც განიხილავდა. ის დარწმუნებულია, რომ ფინალში 9.80-ზე უკეთესი დრო ექნებოდა და იტალიელი ლამონტ ჯეკობსის სენსაციურ გამარჯვებას არ დაუშვებდა:

„სანამ კარიერას დავასრულებდი, მწვრთნელმა მითხრა, რომ ადამიანი უფრო სწრაფი ვერ იქნება. მაგრამ სისწრაფე მე თვითონ მაკლდებოდა. მაშინ ამაზე არ დავფიქრებულვარ. მაგრამ ეს ფაქტია. ვერავინ ახერხებს უფრო სწრაფად სირბილს, რადგან ზღვარი ძალიან შორს გადავწიე და დროთა განმავლობაში, მისი მიღწევა თავადვე სულ უფრო მიჭირდა. მაგრამ 9.80 ჩემთვის მიუწვდომელი არ იყო“.

ბოლტი ამბობს, რომ ფიზიკურად, გამარჯვებისთვის მზად იყო, თუმცა იმის ფონზე, რომ ყველაფერი მიღწეული აქვს, კიდევ ერთ ოლიმპიადაზე გამოსვლის მოტივაცია აღარ ჰქონდა.

ბოლტი ფიქრობს, რომ ახლანდლი სპრინტერებიდან, 100 და 200 მეტრზე სპრინტში მისი რეკორდების (შესაბამისად, 9.58s და 19.19 წამი) გაუმჯობესება არავის შეუძლია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.064487