იტალიის მადონა დი კამპილიოში მამაკაც სამთო მოთხილამურეთა სლალომი გაიმართა, რომელიც ნორვეგიელმა სებასტიან ფოს-სოლევააგმა მოიგო. რბოლა ვერ დაასრულა ლიდერმა, ფრანგმა კლემენ ნოელმა, ვინც დიდი უპირატესობის გამო, მეტისმეტად მოდუნდა და ფინიშამდე ორი ძელიღა რჩებოდა, როცა ტრასას ასცდა და ასპარეზობას გამოეთიშა.
გამარჯვებულს 0.10 წამით ჩამორჩა ფრანგი ალექსის პინტურო, ვინც გიგანტური სლალომის ორ რბოლაზე თავი ვერაფრით გამოიჩინა. მესამე ადგილზე კი შვედი კრისტოფერ იაკობსენი გავიდა, ვინც ფოს-სოლევააგს 0.11 წამით ჩამორჩა.
ნოელმა პირველ ცდაზე საუკეთესო დრო დააფიქსირა და მეორეზეც საუკეთესო იყო, მაგრამ დასანანმა შეცდომამ გამარჯვება ხელიდან გამოაცალა. „გამარჯვება სასიამოვნოა, მაგრამ კლემენს ვუთანგრძნობ“, - განაცხადა ნორვეგიელმა, ვინც სლალომის ჩათვლაში 140 ულით ლიდერია, მეორეზე ადგილზე იაკობსენია. ნოელი, ვისაც სეზონის პირველი სლალომი აქვს მოგებული, მესამე ადგილზეა.