ლონდონის „ჩელსის“ ნახევარმცველი ჰაკიმ ზიეში აფრიკის ეროვნებათა თასის გათამაშებაში მონაწილეობას ვერ მიიღებს.
ზიეშს მაროკოს ნაკრების მთავარ მწვრთნელ ვაჰიდ ჰალილჰოჯიჩთან კონფლიქტი აქვს, რის გამოც ეროვნულ ნაკრებს მიღმა დარჩა. აღსანიშნავია, რომ ჰაკიმს მაროკოს ნაკრებში ზაფხულიდან მოყოლებული არ უთამაშია და ალბათ, მისთვის ნაკრების კარი იქამდე იქნება დახურული, სანამ გუნდს ჰალილჰოჯიჩი ავარჯიშებს.
შეგახსენებთ, აფრიკის ეროვნებათ თასი 9 იანვრიდან 6 თებერვლამდე კამერუნში გაიმართება.