ფეხბურთი

20:53 | 23.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

"იუვენტუსი" თავდამსხმელს "მანჩესტერში" ეძებს

ინგლისური „მანჩესტერ იუნაიტედის“ თავდამსხმელები ანტონი მარსიალი და ედინსონ კავანი ტურინის „იუვენტუსის“ ინტერესების სფეროში არიან. იტალიურ გრანდს რთული სეზონი აქვს და იანვრის სატრანსფერო პერიოდში გაძლიერებას გეგმავს. ამის შესახებ The Sun-ი იტყობინება.

წყაროს ცნობით, იტალიურ გრანდს ფინანსური პრობლემები აქვს, ამიტომ გეგმავს განიხილოს ის ფეხბურთელები, რომლებმაც შეწყვიტეს მნიშვნელოვანი როლი თავიანთ კლუბებში. 26 წლის მარსიალი და 34 წლის კავანი შეესაბამება ამ მოთხოვნას, რადგან მათი როლი ინგლისურ გუნდში კრიშტიანუ რონალდუს მოსვლის შემდეგ შემცირდა. აღსანიშნავია, რომ ტურინელები ერთ-ერთის ტრანსფერზე ფიქრობენ და ორივეს დამატება არ განიხილება.

მანამდე მარსიალის აგენტმა განაცხადა, რომ ფეხბურთელს გუნდის დატოვება ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაში სურს. მან ცოტა ხნის წინ მოლაპარაკება გამართა „მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარ მწვრთნელ რალფ რანგნიკთან. აქვე გეტყვით, რომ კავანის გადაბირებით „ბარსელონაა“ დაინტერესებული.

0.112262