ფეხბურთი

16:55 | 23.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

პრემიერლიგაში Boxing Day-ს ორი თამაში გადაიდო

ინგლისის პრემიერლიგაში Boxing Day-ს ორი მატჩი გადაიდო. მიზეზი კორონავირუსის პანდემიაა.

26 დეკემბერს გასამართი ორი თამაში, „ვულვერჰემპტონი“ – „უოტფორდი“ და „ლივერპული“ – „ლიდსის“ შეხვედრები არ გაიმართება.

გარდა ამისა, ვრცელდება ინფორმაცია, რომ „ლიდსის“ ბაზა დაკეტილია კარანტინის გამო. ამასთან, პრემიერლიგის ხელმძღვანელობა არ აპირებს შეჯიბრების შეჩერებას და მატჩების გადადებას საჭიროების შემთხვევაში ინდივიდუალურად გეგმავს.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო ინგლისის პრემიერლიგაში ბოლო ტურებში რამდენიმე თამაში მანამდეც გადაიდო.

0.113004