„ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა, უკმაყოფილება გამოთქვა პრემიერლიგის საშობაო განრიგით.
„ბოქსინგ დეისთან დაკავშირებით პრობლემა არ მაქვს. ამ დროს შესანიშნავი მატჩები იმართება ხოლმე. არავინ ამბობს, ისინი უნდა გადაიდოსო. პრობლემა ის არის, რომ 26 და 28 დეკემბერს ზედიზედ თამაში შეუძლებელია. ხუმრობთ?
შეიძლებოდა 26 და 29 დეკემბერს გვეთამაშა. ჩვენ არ მოვითხოვთ თამაშის გაისად გადადებას. ვიცი, რომ ინგლისში ყოველთვის ასე თამაშობდნენ. მაგრამ ნახეთ როგორი ტრავმიანობაა ამ პერიოდში.
გვინდა ბოქსინგ დეის დროს თამაში, მაგრამ არა ყოველ მეორე დღეს.“ - ციტირებს გერმანელი სპეციალისტის სიტყვებს talkSPORT.
26 დეკემბერს „ლივერპული“ პრემიერლიგის მე-19 ტურში „ლიდსს“ უმასპინძლებს. 28-ში კი, მე-20 ტურში „ლესტერს“ ესტუმრება.