თამაშგარე

11:25 | 23.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

რონალდუს ცოლი “იამამაის“ სახე გახდა

კრიშტიანუ რონალდუს ნამოდელარი ცოლი ჯორჯინა როდრიგესი მიუხედავად იმისა, რომ დიდი პოდიუმიდან და ზოგადად სამოდელი ბიზნესიდან წავიდა და ძირითადად შვილების აღზრდითაა დაკავებული, მას მაინც არ ასვენებენ - ხშირად უკავშირდებიან სხვადასხვა კომპანიის წარმომადგენლები და ისეთ წინადადებებს სთავაზობენ, რაზე უარის თქმა ნამეტანი რთულია.

ბოლო დროს მსოფლიოში ცნობილმა ქალის საცვლების მწარმოებელმა ფირმა “იამამაიმ“ მრავალი ცდის შემდეგ ჯორჯინა როდრიგესი საბოლოდ მაინც დაითანახმა მათი ბრენდის სახე გამხდარიყო. კონტრაქტზე დასმულ ხელმოწერაზე ჯერ მელანიც კი არ იყო შემშრალი, რომ რონალდუს ცოლს უკვე სარეკლამო ფოტოსესია მოუწყვეს.

როგორც ცოტა ხნის წინ დიდი მომპეზურობით დადებულ კონტრაქტში წერია, შემდეგი სამი წლის მანძილზე ჯორჯინა “იამამაის“ ოფიციალური სახე იქნება და ამ ფირმის ნიფხავ-პერანგებს სადაც კი შეამჩნევთ, იქვე აუცილებლად იქნება პლაკატები, საიდანაც მშვენიერი ჯორინა იჭვნეული ღიმილით შემოგვაცქერდება.

0.205309