ფეხბურთი

10:21 | 23.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

ბენზემამ რონალდუს აჯობა

ესპანური პრიმერას 21-ე ტურში მადრიდის „რეალმა“ ბილბაოს „ატლეტიკს“ 1:2 მოუგო. დუბლი მიითვალა კარიმ ბენზემამ. ამისდაკვალად, ფრანგმა ფორვარდმა კალენდარულ წელს გატანილი გოლების რაოდენობით კრიშტიანუ რონალდუს გადაუსწრო. ბენზემას ახლა 2021 წლის განმავლობაში 47 გოლი მოუგროვდა, პორტუგალიელს კი აქტივში 46 ჰქონდა.

ზოგადად, ევროპაში ამ მაჩვენებლით „ბაიერნის“ პოლონელი შემტევი, რობერტ ლევანდოვსკი ლიდერობს (69 გოლი), მეორე ადგილის კი პსჟ-ის სდა „დორტმუნდის“ ახალგაზრდა თავდამსხმელები, კილიან მბაპე და ერლინგ ჰოლანდი იყოფენ 49-49 გოლით.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112047