ფეხბურთი

22:28 | 22.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

"ბარსელონამ" ფერან ტორესის ტრანსფერი შეათანხმა

ესპანეთის ეროვნული ნაკრების და "მანჩესტერ სიტის" შემტევი ფერან ტორესი კარიერას "ბარსელონაში" გააგრძელებს. როგორც Sky Sports-ი იუწყება, "ბლაუგრანა" დათანხმდა ტრანსფერის სანაცვლოდ 55 მილიონი ევრო გადაიხადოს.

ესპანური გუნდი 55 მილიონის გარდა დამატებით 17 მილიონს გადაიხადის, რაც ფეხბურთელის ასპარეზობიდან გამომდინარე განისაზღვრება. "სიტიმ" ტორესის სანაცვლოდ 2020 წელს 23 მილიონი გადაიხადა და ჯამში მოგება 32 მილიონი ექნება. "ქალაქელებს" ღამურებისთვის ბონუსიც უნდა მიეცათ, თუმცა მცირე სათამაშო დროის გამო, ეს ვერ მოხერხდა.

"ბარსელონამ" ბანკიდან სესხის სახით სოლიდური თანხა მიიღო და ამის გამო აპირებს ტრანსფერის განხორციელებას. მიმდინარე სეზონში ფერანმა მხოლოდ შვიდი მატჩი ჩაატარა, რადგან ოქტომბერში სანაკრებო შეკრების დროს ტრავმა მიიღო და მას შემდეგ არ უთამაშია.

0.11914