ტურინის "იუვენტუსის" მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ წლის ბოლო შეხვედრაში "კალიარისთან" (2:0) მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. "იუვემ" ჩემპიონთა ლიგის ზონასთან ჩამორჩენა 4 ქულამდე შეამცირა და იტალიელმა სპეციალისტმა თქვა, რომ კმაყოფილი იქნება, თუ თებერვალში მეოთხე ადგილთან ამაზე დიდი დისტანცია არ იქნება.
"ბოლო მატჩები კარგად ჩავატარეთ. იანვარი მნიშვნელოვანი თვეა, რადგან რამდენიმე კონკურენტს ვეთამაშებით. კმაყოფილი ვიქნები, თუ თებერვალში ჩემპიონთა ლიგის ზონასთან ამაზე მეტი ჩამორჩენა არ გვექნება, რათა ვიბრძოლოთ ოთხეულში მოსახვედრად ვიბრძოლოთ.
იანვარი და თებერვალი სეზონში გადამწყვეტია, კონკურენტებს ვხვდებით და მერე კალენდარი უფრო გამარტივდება. თუმცა, რთულია ყველა მატჩის მოგება. პირველ წრეში კონკურენტებთან ცუდად არ გვითამაშია, 11 ქულა მოვიპოვეთ, მხოლოდ „ნაპოლისთან“ და „ატალანტასთან“ წავაგეთ, სხვა მატჩებში დაკარგული ქულები გვაკლია. ახლა ჩვენი მიზანია იანვარსა და თებერვალში კარგი შედეგი ვაჩვენოთ", - თქვა ალეგრიმ.
შეგახსენებთ, რომ "იუვენტუსს" 19 ტურში 34 ქულა აქვს და მეხუთე ადგილზეა, მომდევნო მატჩს კი 6 იანვარს, საკუთარ მოედანზე "ნაპოლისთან" გამართავს.