აბუ დაბიში, მოცურავეთა მოკლე აუზის მსოფლიო ჩემპიონატზე, კანადელმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა მეგი მაკნილმა 50 მეტრზე გულაღმა ცურვაში, მსოფლიო რეკორდ გააუმჯობესა.
მაკნილმა ოლიმპიური ოქროს მედალი ტოკიოში, 100 მეტრზე ბატერფლაიში მოიპოვა. აბუ დაბიში კი რეკორდი გლაღმა ცურვაში გააუმჯობესა. სპრინტერული დისტანცია მან 25.27 წამში გაცურა და ძველ რეკორდს, რომელიც ჰოლანდიელ კირა ტუსენს ეკუთვნოდა, 0.33 წამი მოაკლო.
„ვინმეს რომ ეთქვა, რომ ჩემს პირველ რეკორდს გულაღმა ცურვაში დავამყარებდი, ამას ვერაფრით დავიჯერებდი. მაგრამ ეს უკვე ფაქტია და იმედი მაქვს, რომ ხვალ 100 მეტრზე ბატერფლაიშიც კარგი შედეგი მექნება“, - განაცხადა მაკნილმა.