ფეხბურთი

1:20 | 22.12.2021 | ნანახია 0 - ჯერ

დავიდ ალაბას და ისკოს კორონავირუსი დაუდასტურდათ

მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელებს, დავიდ ალაბასა და ისკოს კორონავირუსი დაუდასტურდათ. ამის შესახებ „სამეფო კლუბის“ ვებგვერდი იტყობინება.

შესაბამისად, ავსტრიელი მცველი და ესპანელი შემტევი მადრიდულ გრანდს წლის ბოლო მატჩში, „ბილბაოს“ წინააღმდეგ ვერ დაეხმარებიან. ეს არ არის პირველი შემთხვევა ბოლო დღეებში, როცა „რეალის“ ფეხბურთელებს კორონავირუსი აღმოაჩნდათ.

ლუკა მოდრიჩი, გარეთ ბეილი, ანდრეი ლუნინი, მარკო ასენსიო, მარსელო, როდრიგო და დავიდე ანჩელოტი (კარლო ანჩელოტის შვილი და ასისტენტი) ინფიცირებული არიან.

შეგახსენებთ, რომ მადრიდის „რეალი“ 2021 წელს ბოლო შეხვედრას „ბილბაოსთან“ გამართავს და შემდეგ ლა ლიგაში საშობაო პაუზა დაიწყება.


კომენტარები (4)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

04:26 | 14.11.2017
ogafa (10220)

მსაჯმა მიქარა

19:06 | 10.11.2017
O. Mertskhali (8101)

მაფია უკვდავი თუა არ ვიცი, მარა ცოცხალი ნამდვილადაა

18:10 | 10.11.2017
drogba-11 (13246)

sasacilo isaa rom aratu xelze moxvda mxaric ki ar yopila da irlandias kide aket ar misces penalti shveicarieli ert epizodshi 2-jer sheexo xelit burts

15:29 | 10.11.2017
Germany12 (49)

ასეთი პენალტის დადება არ შეიძლება. არანაირად არ იყო

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.064399
სარეკლამო ადგილი - 99
X x X