კალათბურთი

0:49 | 22.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი შერმადინის 16 ქულა და MVP-ის ტიტული ჩემპიონთა ლიგაზე

საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში „ლენოვო ტენერიფე“ იტალიურ „სასარის“ ესტუმრა და იოლად, 84:63 იმარჯვა. ესპანელები იტალიაში დიდ უპირატესობას ფლობდნენ და გამარჯვება არ გასჭირვებიათ.

გიორგი შერმადინი თანაგუნდელთა შორის საუკეთესო იყო. ქართველმა კალათბურთელმა 19:04 წუთში 16 ქულა, 4 მოხსნა და 2 პასი დააგროვა. გიორგიმ 7-დან 5 ორქულიანი და 6-დან 6 საჯარიმო ჩააგდო, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი კი 19-ს გაუტოლდა, რაც ორივე გუნდში საუკეთესო შედეგი იყო.

„ლენოვო ტენერიფემ“ ჯგუფური ტურნირი 4 მოგებით და 2 წაგებით მეორე ადგილზე დაასრულა, რის შედეგადაც პლეი-ოფის საგზური მოიპოვა.

0.117791