ფეხბურთი

21:12 | 21.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

"ბეტისმა" მანუელ პელეგრინის კონტრაქტი გაუხანგრძლივა

სევილიის „ბეტისის“ მთავარმა მწვრთნელმა მანუელ პელეგრინიმ კლუბთან კონტრაქტი გაახანგრძლივა. ამის შესახებ ანდალუსიელთა ოფიციალური ვებგვერდი იტყობინება.

68 წლის სპეციალისტის ახალი შეთანხმება „ბეტისთან“ 2025 წლამდეა გათვლილი. გასულ სეზონში პირველ სეზონში პელეგრინის ხელმძღვანელობით გუნდმა ლა ლიგაში მე-6 ადგილი დაიკავა.

სამწვრთნელო კარიერის განმავლობაში პელეგრინი „მანჩესტერ სიტის“, მადრიდის „რეალს“, „მალაგას“, „ვესტ ჰემ იუნაიტედს“, „ვილიარეალს“ და „რივერ პლეიტს“ ხელმძღვანელობდა.

ესპანეთის ჩემპიონატის მიმდინარე გათამაშებაში, 18 გათამაშებული ტურის შემდეგ, „ბეტისი“ 33 ქულით მე-3 ადგილზეა. სატურნირო ცხრილს მადრიდის "რეალი" 43 ქულით ლიდერობს და "სევილიას" 6 ქულით უსწრებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115412