„მანჩესტერ იუნაიტედის“ თავდამსხმელმა ანტონი მარსიალმა ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს შესაძლოა კლუბი შეიცვალოს. Sky Sports-ის ცნობით, ფრანგი „სევილიაში“ გადასვლით არის დაინტერესებული.
„ბარსელონას“ და „იუვენტუსსაც“ სურთ მარსიალის გადაბირება, მაგრამ „სევილიაში“ მოთამაშე მეტ სათამაშო დროს მიიღებს და ამიტომაც, უპირატესობას ესპანურ ვარიანტს ანიჭებს. ისე კი, სამივე კლუბი მზადაა ანტონის დაქირავებისთვის.
მარსიალი "მანჩესტერ იუნაიტედში" 2015 წლიდან "მონაკოდან" გადასვლის შემდეგ თამაშობს. ამ სეზონში თავდამსხმელმა პრემიერლიგის 7 მატჩში 1 გოლი გაიტანა. ფრანგ ფეხბურთელს კონტრაქტი 2024 წელს ეწურება.