ფეხბურთი

15:49 | 21.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

ეტო’ო: „აფრიკის ეროვნებათა თასის გადადების მიზეზს ვერ ვხედავ“

ლეგენდარულმა ფეხბურთელმა, ამჟამად კი კამერუნის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, სამუელ ეტო’ომ, ჟურნალისტებს უთხრა, რომ აფრიკის ეროვნებათა თასის გადადების მიზეზს ვერ ხედავს.

ცოტა ხნის წინათ, მედიაში გაჟონა ინფორმაციამ, თითქოს აფრიკის ფეხბურთის კონფედერაცია, 2022 წლის ეროვნებათა თასის გათამაშების ჩატარებას, რომელიც გაისად 9 იანვრიდან 6 თებერვლის ჩათვლით უნდა გაიმართოს კამერუნში, ქვეყანაში არსებული რთული კოვიდსიტუაციის გამო მოგვიანებით გეგმავს.

„ვერ ვხედავ ტურნირის გადადების მიზეზს. თუკი ევრო 2020 ლამის მთელ ევროპაში ჩატარდა გაქანებული პანდემიისას, რატომ არ უნდა გაიმართოს აფრიკული ტურნირი? ძნელად წარმოსადგენია, რომ ზოგიერთი აფრიკული ქვეყანა შეჯიბრის დათქმულ ვადებში ჩატარებას ეწინააღმდეგება.“ - უთხრა ეტო’ომ Canal Plus-ს.

0.114347