ფეხბურთი

11:52 | 21.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

„ნიუკასლს“ ჯეკოს შეძენა სურს

ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას, „ნიუკასლი“ „ინტერის“ ფორვარდის, ედინ ჯეკოს შეძენას შეეცდება - გვამცნობს Daily Mail.

წყაროს ინფორმაციით, ინგლისური კლუბი ბოსნიელში იტალიელებს სოლიდურ თანხას შესთავაზებს, „ინტერის“ ხელმძღვანელობის პოზიცია ჯერჯერობით უცნობია.

35 წლის ჯეკო „ინტერში“მგასულ ზაფხულს გადავიდა თავისუფალი აგენტის სტატუსით და კარგად შეეწყო გუნდს. მიმდინარე სეზონში იტალიური კლუბის მაისურით ყველა ტურნირში 23 მატჩი ჩაატარა, 11 ბურთი გაიტანა და 4 საგოლე პასი შეასრულა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.129862