ფეხბურთი

11:24 | 21.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

„ფენერბაჰჩემ“ მთავარი მწვრთნელი დაითხოვა

თურქულმა „ფენერბაჰჩემ“ მთავარ მწვრთნელ ვიტორ პერეირასთან კონტრაქტის გაწყვეტის შესახებ განაცხადა. ინფორმაცია კლუბის ოფიციალურ ტვიტერზე გავრცელდა.

პერეირა სტამბოლურ კლუბში უკვე მეორედ მუშაობდა. პირველად 2015 წელს, როცა პორტუგალიელის ხელმძღვანელობით გუნდმა 61 მატჩი ჩაატარა.

მეორედ კლუბში ის 2021 წლის ზაფხულში მიიწვიეს.

თურქეთის მიმდინარე ჩემპიონატში „ფენერი“ 28 ქულით მეხუთე ადგილზეა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 33
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.113293