სხვა

10:21 | 21.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

ოდერმატმა ალტა ბადიაში მეორე გიგანტური სლალომი მოიგო

იტალიის სამთო კურორტ ალტა ბადიაში გამართული ზედიზედ მეორე გიგანტური სლალომი, შვეიცარიელმა მარკო ოდერმატმა მოიგო. ამ გამრჯვებით, მან მსოფლიო თასზე ლიდერობა კიდევ უფრო განიმტკიცა.

ოდერმატმა წინა დღით, პირველ რბოლაში ჰენრიკ კრისტოფერსენთან წააგო, მაგრამ ამჯერად ორი ცდის ჯამში საუკეთესო იყო. ამგვარად, მიმდინარე სეზონში ჩატარებული გიგანტური სლალომის ოთხი რბოლიდან, მას სამი აქვს მოგებული.

ოდერმატმა პირველივე ცდაზე საუკეთესო შედეგი დააფიქსირა. მეორე ცდაზე კი ლიდერობა იოლად შეინარჩუნა. ჯამში მისი დრო იყო ორი წუთი და 26.07 წამი. გამარჯვებულს 1.01 წამით ჩამორჩა იტალიელი ლუკა დე ალიპრანდინი, ვისთვისაც ეს მსოფლიო თასზე პირველი კვარცხლბეკია. მესამე ადგილი კი გერმანელმა ალექსანდერ შმიდმა დაიკავა, ვინც ოდერმატს 1.09 წამით ჩამორჩა.

„საოცარია, არც ვიცი, რა ვთქვა. დღეს გამარჯვება ძალიან მინდოდა, რისთვისაც ყველაფერი გავიღე“, - განაცხადა შვეიცარიელმა, ვისთვისაც ეს კარიერაში მსოფლიო თასის მერვე მოგებული რბოლაა.

ოდერმატს გიგანტურ სლალომში ქულა დაუგროვდა. 167 ქულით მეორეზე კრისტოფერსენია. აბსოლუტურ ჩათვლაში ოდერმატს 633 ქულა აქვს, მეორეზე კი 405 ქულით ავსტრიელი მათიას მაიერი იმყოფება.

მხოლოდ მე-18 შედეგს დასჯერდა ფრანგი ალექსის პინტურო, ვინც გასულ სეზონში, გიგანტურ სლალომსა და აბსოლუტურში დაეუფლა ბროლის გლობუსებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.098703