მინო რაიოლა მატიას დე ლიხტის „იუვენტუსიდან“ სხვა კლუბში გადაყვანის შესახებ აქტიურად ალაპარაკდა. ცნობილმა აგენტმა ამჯერად განაცხადა, რომ მისით სამი ტოპკლუბია დაინტერესებულია, თუმცა მათი ზუსტი ვინაობა არ დაუსახელებია.
„სამი ტოპკლუბია დაინტერესებული. ვფიქრობ, ყველამ ვიცით, რომელ კლუბებს შეუძლიათ მისი შეძენა. ამ ზაფხულს ვნახოთ რა მოხდება. პრემიერლიგური კლუბები? ასევე შეიძლება იყოს „ბარსა“, „რეალი“ ან „პარი სენ ჟერმენი“, - თქვა რაიოლამ.
რაიოლამ გუშინ ისიც თქვა, რომ დე ლიხტი კარიერაში მომდევნო ნაბიჯის გადასდგმელად მზადაა და თვითონ ფეხბურთელიც იგივე ფიქრობს. ამრიგად, დიდი შანსია, რომ ნიდერლანდელმა ზაფხულში „იუვე“ დატოვოს.
შეგახსენებთ, მატიას დე ლიხტი „იუვენტუსში“ 2019 წლიდან თამაშობს და 89 შეხვედრაში 6 გოლი აქვს გატანილი. მას ტურინებთან კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.