ფეხბურთი

16:59 | 20.12.2021 | ნანახია 2537 - ჯერ

უეფამ "ტოტენჰემს" ტექნიკური წაგება ჩაუთვალა და ლონდონელები ჯგუფში ჩარჩნენ

ლონდონის „ტოტენჰემი“ უეფას კონფერენს ლიგას გამოეთიშა. უეფამ „რენთან“ გადადებული მატჩის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო და ინგლისურ გუნდს წაგება ჩაუთვალა (0:3).

მიზეზი ისაა, რომ კალენდარში მატჩის გასამართად თავისუფალი დრო უბრალდო ვერ მოიძებნა. შედეგად, „რენი“ ჯგუფიდან 14 ქულით გავიდა (ისედაც გასული იყო), მეორე ადგილი კი „ვიტესს“ ერგო. არნემელები პლეი-ოფში ვენის „რაპიდს“ შეხვდებიან.

შეგახსენებთ, „ტოტენჰემში“ კორონავირუსი იყო გავრცელებული და ამის გამო ლონდონელებმა „რენთან“ მატჩი ვერ გამართეს.


კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

07:05 | 28.01.2022
dinamo222 (8587)

რაღაცა ძალიან ცუდი ხდება ფიფა-უეფაში დოლარებზე და ევროებზე იყიდებიან იმათი შეფები @ ბლატერი და პლატინი ვითომ მოიშორეს და იმათ ადგილზე ახალი მექრთამეები მოვიდნენ @@

13:25 | 24.12.2021
kutuna (85)

რაღაც ახალია საჭირო, თორე ეს სისტემა მოძველდა

17:39 | 20.12.2021
alexpool (563)

რა ჩემ სირად უნდოდათ ეგ ბანძი ლიგა,მურასთან თუ ვიღაცასთან რომ წააგეს,ნათელი იყო არ უნდოდათ ჯგუფიდან გასვლა.

0.063531