კრიშტიანუ რონალდუს ჯვარდაუწერელი ცოლი, მოდელი ჯორჯინა როდრიგესი კვლავ ორსულადაა და როგორც თავად განაცხადა, პორტუგალიელ სუპერმეგოლეს ამჯერად ტყუპებს გაუჩენს. მიუხედავად ასეთი ფრიად საპატიო მდგომრეობისა, ეს გოგო სახლში არ ჯდება და შვილებთან ერთად, აქტიურ და სიცოცხლით სავსე ცხოვრებას აგრძელებს.
ორი დღის წინ, ჯორჯინა როდრიგესი ოთხ შვილთან ერთად ლაპლანდიაში გაემგზავრა და მთელს საშობაო არდადეგებს იქ გაატარებს. როგორც როდრიგესი თავის პირად “ინსტაგრამის“ გვერდზე წერს, ბავშვებს ძალიან უნდოდათ საოცნებო ლაპლანდიის (რომელიც რეალურად ტურისტული ატრაქციონია და მეტი არაფერი) ხილვა და ეს ოცნება მათ ამჯერად აუხდებათ.
სასტუმრო (სანტას ქოხი), სადაც ჯორჯინა და ბავშვები რონალდუს გარეშე 27 დღე ისვენებენ, დღე-ღამეში 1500 ბრიტანული გირვანქა სტერლინგი ღირს, რაც უბრალო მოკვდავთათვის უძვირესია, მაგრამ რონალდუს ოჯახისთვის ცხადია ორ კაპიკს ნიშნავს. თან როდესაც ბავშვების ოცნებების ასრულებზეა საუბარი, ფულს ვინ დაეძებს...