ნორვეგიელმა ჰენრიკ კრისტოფერსენმა, იტალიის ალტა ბადიაში გამართული გიგანტური სლალომის რბოლა მოიგო. მიმდინარე სეზონში, ამ სახეობაში ეს მისი პირველი გამარჯვებაა.
კრისტოფერსენმა ალტა ბადიაში გგანტური სლალომი 2019 წელსაც მოიგო და მაშინ გახდა პირველი იტალიელი, ვინც იტალიის ამ კურორტზე, აღნიშნულ ტექნიკურ სახეობაში გაიმარჯვა. ამჯერად მან მეორე ცდა უნაკლოდ შეასრულა და 0.31 წამით აჯობა შვეიცარიელ მარკო ოდერმატს, ვისაც მსოფლიო თასის მიმდინარე გათამაშებაში, გიგანტური სლალომის პირველი ორი რბოლა აქვს მოგებული.
ოდერმატს რომ მოეგო, გახდებოდა მესამე მამაკაცი სამთო მოთხილამურე, ვინც სეზონის პირველ სამ გიგანტურ სლალომს მოიგებდა. მას ამ სახეობის რბოლები, ზოლდენსა (ავსტრია) და ვალ დ’იზერში (საფრანგეთი) აქვს მოგებული.
„ძალიან მიხარია. წინა სეზონში, გიგანტურ სლალომში პრობლემები მქონდა. მაგრამ ვიცოდი, რომ ამ სეზონში სიტუაციას გამოვასწორებდი. ზოლდენის შემდეგ ბევრი რამ გამოვასწორე. ვალ დ’იზერი სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯი იყო. ორი დღის წინ, თხილამურებზე რაღაც შევცვალე და შედეგად, აქ საოცარი მეორე ცდა გამომივიდა“, - განცხადა კრისტოფერსონმა.
მესამე ადგილი ავსტრიელმა მანუელ ფელერმა დაიკავა, ვინც გამარჯვებულს 0.37 წამით ჩამორჩა. ფრანგი მატიო ფევრი, ვინც გასულ სეზონში, გიგანტურ სლალომში მსოფლიო ჩემპიონი გახდა, პირველი ცდს შემდეგ პირველ ადგილზე იყო. მაგრამ მეორე ცდა საშინლად შეასრულა და საბოლოოდ, მე-16 ადგილს დასჯერდა.
გიგანტურ სლალომში ლიდერი ისევ ოდერმატია, ვისაც უპირატესობის გაზრდის შანსი ალტა ბადიაშივე, ორშაბათს მიეცემა.