ფეხბურთი

0:29 | 20.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

კლოპი: "კითხვების უმეტესობა უმჯობესია მსაჯს დაუსვათ"

„ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა „ტოტენჰემთან“ (2:2) მატჩის შემდეგ ისაუბრა. გერმანელი სპეციალისტის განცხადებით, მის გუნდს მეტოქესთან შედარებით დაღლილობა დაეტყო. გარდა ამისა, კლოპი მსაჯობით უკმაყოფილო დარჩა.

„ჩემი აზრით, კარგი ბრძოლა იყო. ჩემმა გუნდმა პირველი ტაიმი კარგად ჩაატარა, მეორე ნახევარი ასეთი წარმატებული არ იყო, ბოლო რამდენიმე კვირის დაღლილობა დაგვეტყო და მეტოქე უფრო თავისუფლად გამოიყურებოდა. მეორე გოლის გატანა კარგი იყო, მაგრამ გაშვება - ნამდვილად არა.

იყო სხვა მრავალი გარემოება, რამაც საკმაოდ დიდი გავლენა მოახდინა თამაშზე, მაგრამ უმჯობესია ამ შეკითხვებიდან ზოგიერთი მატჩის მსაჯს დაუსვათ“, - თქვა კლოპმა.

შეგახსენებთ, „ლივერპულს“ 18 ტურის შემდეგ 41 ქულა აქვს, სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზეა და ლიდერ „მანჩესტერ სიტის“ 3 ქულით ჩამორჩება.

0.111705